თორნიკე რიჟვაძე - ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე - ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სასტუმრო „შერატონსა“ და კონკრეტულ დაწესებულებებზე, ზეწოლა ხორციელდება.

„კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ამ შემთხვევაში ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე.

ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შესაბამისი შედეგი დადგება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება