პარლამენტთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულები - საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

როგორც საბა მეფარიშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ.

„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ოქმით პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების თხოვნით. სავარაუდოდ, მოსამართლე ნათია გუდაძე დასაბუთებულ განაჩენს ჩაგვაბარებს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარვადგენთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტი ამ ბავშვებს საპატიმროში არ დატოვებს, შეიწყალებს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს

1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება