კახა კალაძე - სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით - ეს იყო ჰუმანური აქტი

სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით - ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ყველაფერს და განცხადებები, რომ პარტიული ინტერესი იდგა ამ ყველაფრის უკან, „სისულელეა“.

„სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს