მედია - ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილის და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას იძიებდნენ, წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა

ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მიმართ წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ენტონი ფაუჩი და აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალი მარკ მილი შეიწყალა.

ასევე, ჯო ბაიდენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრები და თანამშრომლები შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას იძიებდნენ.

„აღნიშნული სახელმწიფო მოსამსახურეები ჩვენს ქვეყანას პატივით ემსახურებოდნენ და არ იმსახურებენ, რომ უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები იყვნენ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს