ლევან იოსელიანი - ტყუილია, რასაც ამბობენ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ - საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება

ტყუილია, რასაც ამბობენ, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ. ეს ტყუილია და ამის დამადასტურებელი ინფორმაციაც გამოვაქვეყნე, - ასე პასუხობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებას, რომ „ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებას - ეს წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას“.

ლევან იოსელიანის თქმით, აქციების მიმდინარეობის პერიოდში 10-ზე მეტი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და ხელისუფლებას,

„სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუქარასაც, არაადამიანურ მოპყრობასაც.

10-ზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და ხელისუფლებას, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანის თქმით, ის პირველი სახალხო დამცველია, რომელიც ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს და არ იტყუება.

„საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისშია ნამყოფი, ყველა თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება“, - განაცხადა იოსელიანმა გორში, სადაც სოციალური საცხოვრისი მოინახულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება