რუსთაველის გამზირზე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში დაიწყო.

მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც დიდ აქციას შეუერთდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის დღეს გამართვას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან დღეს აშშ-ის მთავრობას ახალი ადმინისტრაცია გადაიბარებს.

მარშის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ამერიკასა და საქართველოს შორის 30-წლიანი მეგობრობა ჩამოშალოს, ეს მსვლელობა კი აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს.

„მარშის მიზანია იმის ხაზგასმა, რომ 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენა მოვახერხეთ, აშშ-ის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დემოკრატიის განვითარებაში. დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ხიდების დაწვას დასავლეთთან, ჩვენს იზოლაციას და პირისპირ დარჩენას რუსეთის ფედერაციასთან. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი პარტნიორობა ურყევია, ეს რეჟიმი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. დემონსტრირება ხდება იმისა, რომ ამერიკულ-ქართული მეგობრობა, პარტნიორობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ქართველი ხალხის ამისკენ სწრაფვა უცვლელია“, - განაცხადა ქართულ-ამერიკული მარშის მონაწილე ტატო ქელბაქიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება