მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ - ვიმედოვნებ, ის მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ

ვიმედოვნებ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ თავის ამბიციურ მიზნებს მიაღწევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ. პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ის მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს აშშ-სა და ევროპაში დიფ სთეითის ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ. მსოფლიოს გაბედული ლიდერობა სჭირდება და ამის განხორციელების დროა“, - წერს მამუკა მდინარაძე X-ზეც.

ამასთან, მდინარაძემ გამოაქვეყნა „პოსტი“ „ფეისბუქზეც“, სადაც წერს“:

„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, - წერს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს