დონალდ ტრამპი - წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია - დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება

წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ და მომავალი ჩვენია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაბედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ, თამამად ვიოცნებებთ და წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება“.

„ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი ტანჯვა განიცადა, მაგრამ ჩვენ მას დიდებას დავუბრუნებთ. ისეთი ქვეყანა ვიქნებით, როგორიც არავინაა, სავსე თანაგრძნობით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძლიერება ყველა ომს შეაჩერებს და სამყაროს, რომელიც განრისხებული, სასტიკი და არაპროგნოზირებადი იყო, ერთიანობის ახალ სულს მოუტანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა