ემანუელ მაკრონი - მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს - კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკრონის თქმით, საფრთხის ზრდა საფრანგეთს იძულებულს ხდის, ადაპტირდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავდაცვის პრიორიტეტების სტრატეგიული მიმოხილვის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა და ევროპას „სტრატეგიული გამოღვიძებისკენ“ მოუწოდა.

"მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება", - განაცხადა მაკრონმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში არ შეიძლება იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპელების გარეშე და ევროპელების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების გარეშე.

„დღეს გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას მივცეთ საშუალება, ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან ჩაერთოს. ხვალინდელი გამოწვევა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იქნება უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, რომ მის ტერიტორიაზე ომი აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - დასძინა მაკრონმა.

მან ასევე თხოვნით მიმართა საფრანგეთის მთავრობას და შეიარაღებული ძალების შტაბს, მიმდინარე წლის მაისამდე შეიმუშაონ წინადადებები, რათა ახალგაზრდა მოხალისეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისწავლონ შეიარაღებულ ძალებში და გააძლიერონ მისი რიგები.

„პროფესიონალური არმიის შემდეგ, ახლა ჩვენ გვჭირდება პროფესიონალთა რეზერვის მობილიზება, რათა უზრუნველვყოთ მხარდაჭერა და გაძლიერება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის