ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები, აღნიშნულ უწყებას მიმართავენ, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შეისწავლონ.

„ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. საია-მ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, თუ რატომ უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის საქმე, თავად ირაკლი დგებუაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლის ჩვენებაც და ირაკლი დგებუაძის განმარტებები არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას და როგორც დგებუაძე აღწერს, მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად ზედა მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი, მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება.

უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და უნდა გათავისუფლდეს.

საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და დამცირების ფაქტი, აუცილებლად უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებენ გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი