GCCA - საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში 4949 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში 4949 კონცენტრაცია დარეგისტრირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ავრცელებს.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით - 4928 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრნობით, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. დარჩენილი 21 შემთხვევიდან 14 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, ხოლო 1 შემთხვევა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა.

„რაც შეეხება 6 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება/ჯარიმდებიან.

GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

ინფორმაციისთვის: GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯარიმა დაეკისრათ (ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 288,400.02 ლარი შეადგინა), 6 საქმეზე კი ადმინისტრაციული საქმისწარმოება მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 5 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება