თინა ხიდაშელი - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია!

მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, - ასე გამოეხმაურა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია.

„რაც უფრო მეტად დაიჯერებს [ბიძინა ივანიშვილი], რომ ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მისი პრობლემაა. რეალურად, მას პრობლემები ჯერ ერთ ბანკთან ჰქონდა, მერე მეორე ბანკთან. პირველ ბანკთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა მოქმედებდა, რომლის ნაწილიც ბიძინა ივანიშვილიც გახდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობა იყო. მან დაიჯერა თავის თავში ჩანერგილი კონსპირაციის თეორიების, რომ „კრედიტ სუისის“ სახით მას მთელი მსოფლიო ებრძოდა და მთელი სამყაროს ცენტრში იყო. ეს დაახლოებით იმ ტიპის საუბარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილში რომ ეწერა კობახიძეს, რომ თუ საქართველოში სანქციებს განახორციელებენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩამოინგრევა, ამ ბოდვებზე არ შემიძლია სერიოზულად საუბარი.

მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, ეს ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია. ამის უფლება, მას ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს!“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. ხიდაშელს მოლოდინი აქვს, რომ „საქართველოში არსებული კრიზისი დასრულდება“.

„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოება არის მისი პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება, საქართველო გამოვა სანქციების და შეჩერებული პროგრამების დილემიდან და გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სამხედრო თანამშრომლობამ თვისობრივად უკეთეს, ფართო არეალში გადაინაცვლოს.

დღეს მთავარი კითხვა უნდა იყოს ის, თუ რას აპირებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ტრამპის მიერ გუშინ გამოცხადებულ თემაზე - „ამერიკის მტრებთან მეგობრობა დაისჯება“, [მაშინ] როდესაც არსებობს მსოფლიო მედიით გავრცელებული მასალა, სადაც ირაკლი კობახიძე ირანში, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით დგას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა