„ახალი თეატრი“ - ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჩვენ ვიწყებთ!

ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ.

„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს. შევხვდებით თეატრის წინ, დავით აღმაშენებლის გამზირი #127“, - აღნიშნულია „ახალი თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება