ანა ბუჩუკური - ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა

ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.

„დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, რაც საერთაშორისო გზავნილებია, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა.

ის საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო წინა პრეზიდენტობის ვადისას. მაშინაც კი მკაცრი იყო ადმინისტრაციის მიდგომა და დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. „რესპუბლიკურ პარტიას“ ყოველთვის ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, განვითარებადი დემოკრატიის მიმართ. შესაბამისად, ძალიან მალე ესენი აღმოაჩენენ, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი ყოფილა.

ტრამპის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება ის ერთ-ერთი არარაობათაგანი, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას „ამცნობს“ და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი „დიფ სთეითთან“ „დამარცხდა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი