სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა. ამასთან, ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

„21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე - დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს.

მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება უნდა, იმ საზოგადოებას უნდა ესაუბროს, რომელიც მას უპირისპირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება