ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ შიმშილობს თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება