გიორგი ბაჩიაშვილი - აქ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ არაფერ შუაშია - საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არშეწყობასთან

აქ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ არაფერ შუაშია - აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არშეწყობასთან,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ადვოკატის განცხადებაზე, რომ შვეიცარიული ბანკი Julius Baer, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, თუმცა ბანკმა საგამოძიებო ორგანოს ბრალდებულის ანგარიშების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი „ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მიმართვა იყო“.

„ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო, რომ აუხსნას - როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე, ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენ შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი.

აქ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან.

შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი“, - წერს ბაჩიაშვილი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა თემო წიქვაძემ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ეს შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

„ზემოაღნიშნული შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.

სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში“,- ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია