გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე გლდანსა და სოფელ დიღომს შეეხება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ჯიჯონი, ამირთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, წითურები, ქერიაანთკარი, ნოჯა, ბიწმენდი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-იდან 15:00 საათამდე მომხმარებლებს - აბანოსხევში, ჭოპორტში, ბულაჩაურში, წითელსოფელში. 14:30-იდან 14:40 საათამდე აბონენტებს - ჟინვალში, ანანურში, ბიჩნიგაურებში, ციხისძირში და მიმდებარე სოფლებში.

11:00-იდან 12:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 14:00-იდან 16:00 საათამდე სოფლებში - ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-იდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში მებაღიშვილის, მიხეილ ხერგიანის, მიქატაძის, ბარათაშვილის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.

12:00-იდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ვახტანგ ცინცაძის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის ქუჩებზე, ჩილიპირების ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-იდან 17:00 საათამდე - ხატაეთის, შერმადინის, ნურადინ ფრიდონის, ვახუშტი ბატონიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო