ტობიას კრამერი - „ქართული ოცნება“ პანიკაშია - მათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტონ და ქართველებს საშუალება მისცენ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარია სისხლდენით და ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი“, - განაცხადა კრამერმა.

კრამერის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პანიკაშია.

„ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგებაა. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება