სერგეი ლაგოდინსკი - ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? - ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან

ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“აქ დეზინფორმაციასა და ტყუილებზე ვსაუბრობდით და ზოგიერთმა ამ ტყუილმა ამ პოდიუმამდე მოაღწია. ხალხი რაღაც “სისხლიან მაიდანზე” ან “ქუჩაში ძალადობაზე” საუბრობს. ჩვენ ვიყავით ქუჩებში, ბევრი ჩვენგანი ჩავედით თბილისში, ჩვენ რეალურად თქვენს სამუშაოს ვასრულებდით მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ აქ იყავით. და ჩვენ დავდიოდით იმ ხალხთან ერთად ცივ ღამეებში, ასობით ათასი ადამიანი. და ისინი თავიანთი და თავისი შვილიშვილების მომავლისთვის მიდიოდნენ, და ამბობდნენ, რომ ევროპული მომავალი სურთ.

ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან. და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება, მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს “ქართულ ოცნებას” ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს.

ასე რომ, ვკითხულობ: “ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში. და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ვნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ „მსურველთა კოალიციაზე“ უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს