მიჰალ შჩერბა - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება - მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც უარესდება, ჩვენს სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვთქვა, რომ იქ ბოლო არჩევნები მოიპარეს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ჩვენ მოქმედება გვჭირდება. პირველ რიგში, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ! მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი