კახა კალაძე - როცა ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, მერია მას გადასცემდა ჯილდოს 1000 ლარის სახით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 000 ლარი იქნება მათთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 100 და მეტი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ჯილდო გაათმაგდა და 10 ათასი ლარს შეადგენს.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს ათასი ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს კი 101 და მეტი. მინდა ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჯილდოს მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს