წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფერდი მეწყრულია, შესაბამისად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამაგრების სამუშაოები დავიწყოთ, ფუნდამენტური ჩარევით, რათა პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვარდეს. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები, დაახლოებით, რვა თვეში დასრულდება.

„სამუშაოები საკმაოდ შრომატევადი იქნება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. ფერდი მეწყერსაშიშია, გარკვეულწილად დაძრულია და გვინდა, რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს