ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული - აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ უკრაინა ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. ამას მხარს ყველა დაუჭერს. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს