„ახალი შესაძლებლობები BTU-ში: 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება

ახალი სასწავლო წლისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განსაკუთრებული სიახლით, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამებით ემზადება. BTU, რომელიც ცნობილია ინოვაციური მიდგომებით განათლების სფეროში, 2025-2026 სასწავლო წლიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, საბაკალავრო საფეხურის განათლება და დიპლომი 3 წელში მიიღონ. ეს სიახლე განათლების სამინისტროს მიერ მიღებული ახალი კანონის მიხედვით ხორციელდება და საქართველოში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დამკვიდრებასა და სტუდენტებისთვის განათლების სწრაფი და ეფექტური გზების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ამ ეტაპზე 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამების პარალელურად, 3-წლიანი პროგრამები განხორციელდება შემდეგი 3 მიმართულებით:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები
  • ციფრული მარკეტინგი

რა არის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების უპირატესობები?

  • 3-წლიან პროგრამებში ყურადღება გამახვილდება ძირითადი სპეციალობების ინტენსიურ სწავლებაზე. ეს კი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს სწრაფად მოერგონ.
  • მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მრავალი წელია 3-წლიან მოდელს იყენებენ. შესაბამისად, ეს სიახლე BTU-ს განათლების საერთაშორისო სისტემასთან კიდევ უფრო დააახლოებს.
  • სტუდენტები განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯების ოპტიმიზაციას შეძლებენ. მეორე მხრივ, ისინი უფრო მოკლე დროში შეძლებენ კარიერულ განვითარებას და განათლებაში ჩადებული ინვესტიციის უკან დაბრუნებას.

3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

საბაკალავრო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება