ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მზია ამაღლობელის საქმეზე - ეს არის მცდელობა, დანერგონ შიში - ძალის დემონსტრირება მხოლოდ და მხოლოდ სისუსტეზე მიანიშნებს

ეს არის მცდელობა, დანერგონ შიში. მცდელობა, რომ ვიღაცას გაუმყარონ რაღაც მოსაზრებები, რომ ვიღაცა არის ძლიერი. მაშინ, როდესაც ასეთი მოქმედება გჭირდება, ძალის დემონსტრირების სახით, ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტეზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართლებრივ უწესრიგობასა და უსამართლობასთან.

„მზია ამაღლობელი იმ ქმედებებისთვის არის დაპატიმრებული, რომელიც შეიძლება შეფასდეს, რომ არ იყო თავდასხმა. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ დაუშვებლად ცნო საჩივარი, სადაც საჩივრდებოდა მისთვის პატიმრობის სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან არსებობს „მოსამართლის მეგობრის“ პოზიციაც, სადაც იგი საუბრობს, რომ პატიმრობის შეფარდება არ არის დაუსაბუთებელი და უნდა იყოს გამოყენებული უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება. ჩემი შეფასებით, საქმე გვაქვს სამართლებრივ უწესრიგობასთან, ასევე საქმე გვაქვს უსამართლობასთან. აუცილებელია, რომ ამას ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები წინ აღვუდგეთ“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს