მამუკა მდინარაძე - ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია

უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს (და ეს ვიღაცა უკვე ბევრჯერ გახმოვანდა, არის, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დავარქვათ, გნებავთ „დიფ სთეითი“) დასჯა ან დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა ბანკმა, Julius Baer-მა, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოძიებას არ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საქმეზე, სადაც საუბარია დიდ ფინანსურ ზიანზე ბანკი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ Julius Baer-ი მოქმედებს არა საკუთარი კომერციული ინტერესებით, არამედ პოლიტიკური შანტაჟით.

„წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. იმედია, ეს წნეხი ნელ-ნელა, მას შემდეგ რაც უკვე ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო მესიჯები გახმოვანდა, ჩვენს პოზიციებთან თანხვედრაში არსებული პოზიციები გახმოვანდა, ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში იქნებ ნელ-ნელა ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს. რეალურად, ის ახალი ამბავიც, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებითაც, სადაც დიდ ზიანზეა საუბარი და ინფორმაციასაც კი არ აძლევს [ბანკი] გამოძიებას, კიდევ ერთი დამატებითი დასტურია იმისა, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით და კომერციულ ინტერესებზე საერთოდ არ არის საუბარი, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა