ჯო უილსონი - ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია, მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს - სანქციები გზაშია

ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია, მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს, სანქციები გზაშია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუმპირებული აქტივი უკავია თავისი „ბოსისთვის“, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის, ომის დამნაშავე პუტინისთვისა და ირანული რეჟიმისთვის ყიდის საქართველოს. მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს. სანქციები გზაშია“, - წერს უილსონი და აღნიშნულთან დაკავშირებით, სურათსაც აქვეყნებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება