რობერტ ფიცო - არსებობს გეგმები, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს - სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის "მაიდანში"

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ არსებობს „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე.

„არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს. მოდელი, რომელიც მზადდება არის ძალიან მარტივი და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული. შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მაიდანში, ეს ჯგუფი სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს