გურამ მაჭარაშვილი - ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს როგორ მოაწყობს ქართველი ხალხი საარჩევნო სისტემას და რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს პარლამენტში?! ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ სხვა დრო მოვიდა!

ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს, ნებისმიერ ესტონელ თანამდებობის პირს თუ ესტონეთის პარლამენტს როგორ მოაწყობს ქართველი ხალხი საარჩევნო სისტემას და რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს პარლამენტში?! ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ სხვა დრო მოვიდა! - ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიერ მიღებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის შეფასებით, ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს განცხადება კლასიკური მაგალითია იმისა, რატომ არიან მიუღებელი და არასამართლიანი Deep State-ის წარმომადგენლობები ბალტიისპირეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

„ესტონეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ შეიძლება ესტონეთს ჰქონდეს პრეტენზია, ეს საკუთარი თავია.

სამწუხაროდ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები დიდად არიან დამოკიდებულები უცხოურ ძალაზე, რასაც Deep State-ი და “გლობალური ომის პარტია“ ქვია. შესაბამისად, ის თანამდებობის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი საკანონმდებლო ორგანოში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ კადრულობენ ამას და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

შეიძლება საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს განცხადება მაგალითად ესტონეთში ესტონელმა ხალხმა როგორ უნდა მოაწყოს თავისი სახელმწიფო. თავი ლიბერალურ დემოკრატიის მამებად მოაქვთ, როდესაც პირდაპირ Deep State-ის წარმომადგენლები, იგივე ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის საქმეებში პირდაპირ, ასე უხეშად ერევიან.

ამ განცხადებით ესტონეთმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები, ასევე დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ წინ საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა წამოწიოს.

ესტონეთის ეროვნული ინტერესი რა არის? - საქართველოში მოაგვაროს ქართველი ხალხი პარლამენტში ვის შეუშვებს და ვის არა?! ასე უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ესტონეთის პარლამენტმა, რომ ახლა საქართველოს საქმეებში ჩაერევა და ქართველ ხალხს უკარნახებს, პარლამენტში ვინ შეუშვან და ვინ – არა, რა არის ლეგიტიმური და რა – არა! ქართველი ხალხის ნაცვლად, თურმე ესტონეთმა უნდა გადაწყვიტოს!

ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ უკვე სხვა დრო მოვიდა. დავალებები საიდანაც მოდიოდა და რა დავალებებითაც ისინი ამ განცხადებას აკეთებდნენ, ის დღის წესრიგი შეიცვალა. ინგლისური თუ არ იციან, ვინმეს ათარგმნინონ, ტრამპი რას საუბრობდა და რას საუბრობს, რა ბრძანებები გამოსცა. რას საუბრობს ამერიკის სახელმწიფოს მდივანი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში