კირილ ბუდანოვი - ჩრდილოეთ კორეა რუსეთს წელს მინიმუმ 150 ბალისტიკურ რაკეტას და არტილერიას გადასცემს - არ ველით ბევრი ახალი ჯარისკაცის გაგზავნას, ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან

ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსებს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა, ასევე საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადასცეს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„არტილერია გამოიყენება როგორც ჩრდილოეთ კორეის, ასევე რუსეთის ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ რუსული სამიზნეებისთვის“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ერთეული М1989 ტიპის 170 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კოკსანი“ და 120 ერთეული M-1991 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოთ კორეა აღნიშნულ ტექნიკას რუსეთს მომავალშიც სულ მცირე ამ რაოდენობით გაუგზავნის.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსებმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები მიიღოს, რომელიც რუსეთის არმიას მანამდეც მიაწოდეს.

„ამ იარაღის უმეტესობა გამოიყენება უკრაინის ჯარების წინააღმდეგ, ან რუსეთში წვრთნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეამ 2025 წელს, შესაძლოა, რუსეთის კურსკის ოლქში ქვეითების დამატებითი რაოდენობა გააგზავნოს.

"ჩვენ არ ველით სახმელეთო ჯარების ბევრ ახალ ჯარისკაცს. ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან", - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება