დიმიტრი პესკოვი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები გარე ჩარევისგან დაცულები არ არიან

დასავლეთ ევროპის ქვეყნები გარე ჩარევისგან დაცულები არ არიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სლოვაკეთში „უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს“.

„ჩვენმა სლოვაკმა კოლეგებმა უკეთ იციან, როცა ასეთი დასკვნები გამოაქვთ. აშკარაა, რომ არცერთი ქვეყანა, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ამჟამად მათ საშინაო საქმეებში ჩარევისგან დაცულები არ არიან“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ბოლო დროს გარე ჩარევას ბევრი დიდი ევროპული სახელმწიფო განიცდის.

„სხვა საკითხია ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა მსგავს ჩარევასთან საბრძოლველად გადამწყვეტ ზომებს იღებს, ხოლო ზოგიერთი ყველა დამცირების ატანას მოთმინებით ამჯობინებს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!