გიორგი ვაშაძე ბრიტანელ დეპუტატს ჯეიმს მაკლერს შეხვდა, რომელმაც ბრიტანეთის პარლამენტში ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიტანეთის პარლამენტის წევრს ჯეიმს მაკლერს შეხვდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ივანიშვილის სანქცირების საკითხი იყო.

„როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, როგორც აშშ- ასევე ბრიტანეთის მხრიდან უნდა გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჯეიმს მაკლერი არის ბრიტანელი დეპუტატი, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართა, ამ ინიციატივას კი ბრიტანეთის 20-მდე დეპუტატი შეუერთდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერთან ბატონ ჯეიმს მაკლერთან.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არალეგიტიმური და თვითგამოცხადებული მთავრობის წევრების სანქციების საკითხს. ჯეიმს მაკლერი არის პოლიტიკოსი, რომელმაც გასულ კვირას დააყენა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი ბრიტანეთის პარლამენტში, რომელსაც 20-მდე დეპუტატი უერთდება.

ის თვლის, რომ როგორც აშშ/მ ასევე ბრიტანეთმა მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის