ქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

24 იანვარს, ქეთევან დედოფლის გამზირსა და კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგზაო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საახალწლო განათებების დემონტაჟია.

„საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-იდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ასევე, გარე განათების ბოძების სადემონტაჟო სამუშაოების გამო 24 იანვარს, 01:00-იდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით ჩამსვლელ მონაკვეთზე.

გმირთა მოედანზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე გარე განათების ქსელი მოეწყობა. შესაბამის სამუშაოებს თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ შეასრულებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება