მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული

მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. ისინი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებენ.

აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.

ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ასევე ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადებაც, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა.

მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევა მოხდა.

ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემას ბანკისგან დამოუკიდებლად მართავენ შპს „მს+“ და შპს „აზრი“. როგორც კომპანიებში ამბობენ, დაფიქსირდა აპარატების ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია