ყაზახეთმა AZAL-ის თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა

ყაზახეთმა “აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ავიაკატასტროფის გამოძიების კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.

„შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები გენერალური პროკურატურის ეგიდით მოქმედი საგამოძიებო ჯგუფის ხელშია. მათზე ყველა ექსპერტი მუშაობს. ახლა ამ ყუთების ასლები აქვს აზერბაიჯანულ და რუსულ მხარესაც. დასამალი არაფერი გვაქვს“, - აღნიშნა ბოზუმბაევმა.

შეგახსენებთ, “აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer 190-ი 25 დეკემბერს ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა. ყაზახეთმა შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. ბრაზილიის საჰაერო ძალების მონაცემები ამოიღეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება