კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მანიფესტზე - არ მინახავს, ალბათ, უნიჭო, არაფრის მომცემი შოუ იქნებოდა

სიმართლე გითხრათ არ მინახავს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში - უნიჭო, არაფრის მომცემი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების გამართულ საპროტესტო მანიფესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობოს და რადიკალების პროტესტი, რომელიც განწირულია მარცხისთვის.

„შენ როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რაღაცაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ. ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? - თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციაზე, წარმოგიდგენიათ?! თითქოს ჩვენ ვთქვით „არა“ ევროინტეგრაციაზე და ამას მოყვა გულანთებული ქართველების პროტესტი, წარმოგიდგენიათ?

რეალურად, თვითონ არჩევნების წინ გვეუბნებოდნენ, რომ მოლაპარაკების თემა დახურულია. თურმე საქართველომ ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია და როდესაც ვსვამთ კითხვას - რატომ, აბა, მაჩვენე ერთი კონკრეტული ქმედება, ერთი განხორციელებული ნაბიჯი. ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობოს და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რომელიც განწირულია მარცხისთვის. როდესაც შენ არ გაქვს არაფერი, რაზეც აფუძნებ პროტესტს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დამარცხებული იქნები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. მსახიობებმა და რეჟისორებმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველას მიაწვდინონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს