საბა ბუაძე - ჩვენ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად,  ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან - თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია

ჩვენ ამ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ, თბილისის მერიასთან, საჯარო მოხელეებისთვის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თმით, რეორგანიზაციის მიზანი, რომელიც სახელმწიფო უწყებებში მიმდინარეობს, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლებაა, რომლებმაც წნეხის მიუხედავად საქართველოს ევროპული კურსის ერთგულება აჩვენეს.

„ორთვიანმა სამოქალაქო წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ღირსეული საჯარო მოხელეების ჯგუფი და კლასი ჩამოყალიბდა, რომელიც ერთგულია ამ ქვეყნის კონსტიტუციის და მზად არიან კრიზისულ პერიოდში, მიუხედავად დიდი საფრთხეებისა, ღიად დააფიქსიროს - ჩვენი კონსტიტუციისა და ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ ზეწოლამ და შევიწროებამ არ დააყოვნა. ბევრი საჯარო მოხელე, განსაკუთრებით თბილისის მერიიდან, იქნა გათავისუფლებული. ჩვენ კი დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ამ ადამიანების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ ეს ადამიანები იქნებიან სამსახურში აღდგენილი და განაცდურიც აუნაზღაურდებათ.

ჩვენ ამ საჯარო მოხელეების გვერდით ვართ, რომლებიც კალაძის დაანონსებული ვენდეტის მიუხედავად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. თბილისის მერი ამ ყველაფერს ერთადერთი მიზნით აკეთებს, რადგან ის შეშინებულია. მან დაინახა, რომ გაყალბებისა და ყველა რესურსის გამოყენების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი წააგო, შესაბამისად ამ ადამიანების ერთგულება საჯარო სამსახურის მიმართ, რა თქმა უნდა, კალაძისთვის გამოწვევა და მისი სისუსტის გაშიშვლებაა, ამიტომ პროტესტის მოგუდვას ცდილობს, რომელიც მერიაში არსებობს, მაგრამ ეს არ გამოუვა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა და მოქალაქეებმა მიიღეს. მათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მოუწოდეს, არ შეეშინდეთ და საქართველოს დემოკრატია დაიცვან. მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ სერიოზული წნეხი მიმდინარეობს და სახელმწიფო უწყებებში დაწყებული რეორგანიზაციაც ამის მაჩვენებელია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო