ლევან მაჭავარიანი თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო მიმართვების ჩართვას „ყოვლად ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო მიმართვების ჩართვას „ყოვლად ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს.

მაჭარაშვილის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და დაადგინონ, როგორ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებიდან ჩანაწერების გაშვება და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედება.

„რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ ყოვლად ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო. ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უკვე დაინტერესდნენ. უნდა მოვისმინოთ მათი შეფასებით.

ამ რაღაცას პროპაგანდა ჰქვია. რამდენიმე კვირის წინ იყო, როცა PSP-ს რეკლამა აფთიაქების ქსელის ტელევიზორში გადიოდა, იყო ჯერ წამლის რეკლამა და შემდეგ კადრები აქციიდან, რაც პროპაგანდაზე მიუთითებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება