შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

დღეს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. „ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები არის „საქართველოს ბანკის“. სავარაუდოდ, არის კიბერშეტევა. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე კომპანია ემსახურება: შპს „აზრი“, შპს „პლუსი“.კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გამოძიება კიბერშეტევაზე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კალაძემ.

თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა.

ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს