HLC აკრედიტაციის მქონე სამაგისტრო პროგრამები, რომელზე სწავლაც Webster University Georgia-შია შესაძლებელი

Webster University უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ამერიკული და ქართული აკრედიტაციის მქონე სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს. ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები HLC (Higher Learning Commission) აკრედიტაციას ფლობს. პარალელურად ისინი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მიერ არის დამტკიცებული და აღიარებული.

HLC არის აშშ-ის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომელიც უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ შეთავაზებული განათლების ხარისხს აფასებს და აღიარებს. HLC აკრედიტაცია გარანტიას იძლევა, რომ:

  • სასწავლო პროგრამები საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისია;
  • უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ლექტორებსა და სასწავლო პროცესს;
  • კურსდამთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი, რომელიც ხელს შეუწყობს წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაში გლობალურ დონეზე.

საუკუნოვანი ისტორიის მქონე Webster University აკრედიტებულია HLC-ის მიერ. შესაბამისად უნივერსიტეტის ქართულ კამპუსშიც აღნიშნული აკრედიტაციის მქონე პროგრამები ხორციელდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებს დამატებით აღიარებს ბიზნეს სკოლებისა და პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო საბჭო (ACBSP). ACBSP არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესის პროგრამებს აკრედიტაციას უწევს მსოფლიოს მასშტაბით ყველა დონეზე კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებიდან დაწყებული დოქტორანტურის ჩათვლით.

Webster University Georgia-ს კამპუსში ამ დროისთვის ორი სამაგისტრო პროგრამაა ხელმისაწვდომი.

ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია თანამედროვე მენეჯმენტის, ფინანსური ანალიტიკისა და სტრატეგიული ლიდერობის განვითარებაზე. ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიზნეს სფეროში მაღალ პოზიციებზე მუშაობა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა გლობალური პოლიტიკის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მართვისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს ავითარებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება