„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო

„პალიტრა L-ი“ აქციის ფარგლებში „გადაიხადე რამდენიც გინდა“ მიხეილ ჯავახიშვილის რომანს „ჯაყოს ხიზნებს“ გთავაზობთ. მიღებულ თანხას გამომცემლობა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს გადაურიცხავს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სასურველ ფასად შეიძინონ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“. თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი 5 ლარამდე თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, მეტის გადახდის შემთხვევაში კი - თანხა სრულად ბენეფიციარს მოხმარდება.

ცნობისთვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მონაწილეო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი