შუშანა მაცაბერიძე და ელიზბარ ჩხიკვაძე საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე, რომლებიც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ მოთავსებული ცოტახნის წინ გაათავისუფლეს.

მათი თქმით, ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებენ.

„ეს ქვეყანა ჩვენია, ვერავინ ვერ შეძლებს ამ ქვეყნის წართმევას და გარუსებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ, ჩვენი გზა ევროპაშია, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ელიზბარ ჩხიკვაძემ.

შუშანა მაცაბერიძე და ელიზბარ ჩხიკვაძე 12 იანვარს, საღამოს, სხვა პირებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლემ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შუშანა მაცაბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარ ჩხიკვაძე კი 173-ე მუხლით იქნა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს