სტუდენტ დათუნა დანელიას ინფორმაციით, სეუ-ს იმ სტუდენტებს, რომლებიც 10 დღეა პროტესტის ნიშნად აუდიტორიაში ღამეს ათენებდნენ, დაცვა უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებს

სტუდენტ დათუნა დანელიას ინფორმაციით, სეუ-ს იმ სტუდენტებს, რომლებიც 10 დღეა პროტესტის ნიშნად აუდიტორიაში ღამეს ათენებდნენ, უნივერსიტეტში არ უშვებენ.

როგორც დათუნა დანელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სეუ-ში პროტესტი არ შეწყდება მან, სანამ უნივერსიტეტის რექტორი, გია კავთელიშვილი არ შეხვდება სტუდენტებს და სოლიდარობას არ გამოხატავს დაკავებული სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის მიმართ.

„დღეს პროტესტის მე-10 დღეა მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის აუდიტორია. სტუდენტები პირველივე დღიდან მოითხოვენ ირაკლი მიმინოშვილის თავისუფლებას - უკანონო პატიმრის, ღიმილის ბიჭის, რომელიც უკანონოდ დაიჭირა რუსულმა რეჟიმმა და რომელიც არის სეუ-ს სტუდენტი.

პირველივე დღიდან მოვითხოვთ, რომ რექტორმა გია კავთელიშვილმა თავისი აზრი დააფიქსიროს, გამოხატოს სოლიდარობა ირაკლი მიმინოშვილის მიმართ ან თქვას რომ ამ ყველაფერს ეთანხმება. ჩვენ ვითხოვთ, რექტორი შეგხვდეს, მაგრამ ის იმალება. დღეს, როდესაც სტუდენტები აქციიდან დაბრუნდნენ და უნივერსიტეტის აუდიტორიაში უნდა შესულიყვნენ, არ უშვებენ.

რამდენიმე სტუდენტს არ აქვს აქტიური სტატუსი, რომლებიც ამ 10 დღის განმავლობაში შედიოდნენ უნივერსიტეტში, თუმცა ახლა აღარ უშვებენ. ვეკითხებით, ამ 10 დღის მერე რა შეიცვალა? პასუხი აქვთ, რომ კერძო ტერიტორიაა. ამავდროულად, ვისაც სტატუსი აქტიური აქვს, იმასაც არ უშვებენ, რადგან წუხდებიან და დისკომფორტი აქვთ. ჩვენი მოთხოვნაა ბატონი გია გამოვიდეს, დაგველაპარაკოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ირაკლი მიმინოშვილის მიმართ გამოხატოს სოლიდარობა ან არ გამოხატოს. დააფიქსიროს თავისი აზრი. მხოლოდ ამას მოვითხოვთ”, - განაცხადა დათუნა დანელიამ.

ამ დროისთვის სეუ-სთან სტუდენტები კვლავ რჩებიან. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები მათ საშუალებას არ აძლევს აუდიტორიაში შევიდნენ, სადაც სტუდენტები უკვე 10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება