სალომე ზურაბიშვილი - ტრამპი ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, მაგრამ, რამდენად ძლიერია, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს?

ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხი ახალ არჩევნებსა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკვე 60 დღეა, ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხი ახალ არჩევნებსა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს. ევროპულ გზაზე დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. მასობრივი საპროტესტო აქციები მხოლოდ არჩევნების მოპარვას არ გამოუწვევია. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, მოსახლეობის მანდატის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა და განაცხადა, რომ ევროპისკენ გზაზე სვლას აჩერებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მოსკოვი მიესალმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი სიტყვების გამოყენებით ცდილობს.

„ისინი ვაშინგტონში ლობისტებს მიმართავენ, მაგრამ მათი ე.წ. დიპლომატია არ მუშაობს, რადგან ისინი ქვეყანას აღარ მართავენ. ისინი ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულები არიან. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის