Financial Times - გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა

გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“­ წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას შედგა და 45 წუთს გაგრძელდა.

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.

ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი „მკაცრი“ იყო და სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა.

„საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის მეორე წყაროს განცხადებით, ახლა დანიელები „კრიზისულ რეჟიმში და საკმაოდ შეშინებულები არიან“.

დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ სატელეფონო საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა