ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს - მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება პრიორიტეტად დარჩება, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით“, - წერს ანტონიო გუტერეში.

ანტონიო გუტერეში აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.

„მხარს ვუჭერ ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. დამატებით, მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ“, - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს