Reuters - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, საგარეო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

Reuters-ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება