პარლამენტის მიმართულებით რამდენიმე მარში მიმდინარეობს

პარლამენტის მიმართულებით რამდენიმე მარში მიმდინარეობს. „შეწყვიტე ძალადობა!“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ფსიქოლოგები ხალხის სამსახურში“, „მოუსმინე ხალხის ხმას", „ხალხი ითხოვს სამართალს", - ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველი კორპუსიდან ფსიქოლოგები მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.

მომიტინგეები პერიოდულად სკანდირებენ: „შეწყდეს წამება".

პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე „ფასებით უკმაყოფილოთა" მარშის მონაწილეები იკრიბებიან.

ამასთან, კიდევ ერთი მსვლელობაა კოსტავას გამზირზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართული აქციის შემდეგ, მარშის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, - ისმის შეძახილები.

პარლამენტთან უკვე მივიდნენ მიხა ხელაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები.

დღეს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე მარში გაიმართა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში. ასევე, იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა - „მუსიკალური აქცენტები“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება