ირაკლი კუპრაძე - ირაკლი კობახიძეს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას

ირაკლი კობახიძეს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის მილოცვას.

როგორც კუპრაძე განმარტავს, ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს.

„არაფერს ნიშნავს იმ მარტივი მიზეზის გამო, ეს არჩევნები გაყალბებულია და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. დღეს, „ქართული ოცნება“, როგორც რუსული რეჟიმი, კანონგარეშე მოცემულობაში იმყოფება, რომელთა თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურორები დასანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს მოცემულობა ერთადერთ დასკვნას დებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს და ვერ ეყოლება, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების პირობებში არ გადაწყდება ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი",- განაცხადა კუპრაძე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!